QR მენიუ რესტორნისთვის: სრული გზამკვლევი
QR მენიუ ციფრული მენიუა, რომელსაც სტუმარი ტელეფონის კამერით ხსნის. აპლიკაცია არ სჭირდება: კოდის სკანირებისთანავე მენიუ ბრაუზერში იხსნება. ქვემოთ ავხსნით, რამდენი ჯდება, როგორ შექმნა და რას მიაქციო ყურადღება.
რატომ გადადიან რესტორნები QR მენიუზე
- ფასის შეცვლა ბეჭდვის გარეშე. ქაღალდის მენიუ ყოველ ცვლილებაზე ხელახლა იბეჭდება. ციფრულში ფასს წამებში ცვლი.
- ტურისტები. თბილისში, ბათუმსა და ყაზბეგში სტუმრების დიდი ნაწილი უცხოელია. მენიუ ინგლისურ და რუსულ ენებზე შეკვეთას აჩქარებს და შეცდომებს ამცირებს.
- ფოტოები. სტუმარი უფრო მარტივად ირჩევს, როცა კერძს ხედავს, განსაკუთრებით უცნობ ქართულ კერძებს: ჩაქაფულს, შქმერულს, ელარჯს.
- დასრულებული კერძი. სტოპ-ლისტში ჩასმული კერძი მენიუში მაშინვე „დროებით არ არის“ ჩანს და მიმტანს ახსნა აღარ უწევს.
რამდენი ჯდება: ქაღალდის მენიუ თუ QR
დავთვალოთ საშუალო რესტორანი 15 მაგიდით. მარაგისთვის საჭიროა დაახლოებით 23 მენიუ, ერთის ბეჭდვა და ლამინირება კი 6–10 ლარი ჯდება.
| ქაღალდის მენიუ | QR მენიუ | |
|---|---|---|
| წელიწადში 4-ჯერ ბეჭდვა | ≈ 550–900 ₾ | 0 ₾ |
| ფასის შეცვლა | ხელახალი ბეჭდვა | წამებში |
| ენები | ცალკე მენიუები | ერთ ბმულში, 3 ენა |
| გამოწერა | — | 25–79 ₾ თვეში |
ზუსტ ციფრს შენი მონაცემებით კალკულატორი დაითვლის.
როგორ შევქმნათ QR მენიუ 5 წუთში
- რეგისტრაცია. შექმენი ანგარიში და აირჩიე პაკეტი. პირველი 14 დღე უფასოა.
- კერძები. დაამატე ხელით, ან ჩასვი არსებული მენიუს ტექსტი ან ფოტო და სისტემა თავად ამოიკითხავს სახელებსა და ფასებს.
- დიზაინი. ატვირთე ლოგო და აირჩიე შაბლონი. ბრენდის ფერი ლოგოდან ავტომატურად ამოიცნობა.
- QR მაგიდებზე. ჩამოტვირთე კოდი ან დაბეჭდე მზა მაგიდის ბარათები.
შეკვეთა მაგიდიდან: როგორ ავიცილოთ ცრუ შეკვეთები
როცა სტუმარს შეკვეთის გაგზავნა თავად შეუძლია, ჩნდება კითხვა: რა ხდება, თუ ვინმე QR-ის ფოტოს სახლიდან დაასკანერებს? კარგი სისტემა ამას რამდენიმე ფენით ზღუდავს:
- მაგიდას იკავებს პირველი ტელეფონი, რომელმაც კოდი დაასკანერა;
- თანამეინახეები უერთდებიან კოდით, რომელიც მხოლოდ მაგიდასთან მჯდომის ეკრანზე ჩანს;
- მიმტანის მიერ უარყოფილი ცრუ შეკვეთის შემდეგ ტელეფონი დროებით იბლოკება;
- შეკვეთა მიიღება მხოლოდ სამუშაო საათებში.
რას მიაქციო ყურადღება მენიუს არჩევისას
- სიჩქარე. მენიუ ნელ ინტერნეტზეც სწრაფად უნდა იხსნებოდეს.
- ქართული შრიფტი. ტექსტი სწორად და ლამაზად უნდა ჩანდეს ყველა ტელეფონზე.
- ერთი და იგივე QR. კოდი არ უნდა იცვლებოდეს მენიუს ან პაკეტის განახლებისას.
- ალერგენები და ვარიანტები. ზომა, დანამატები და ალერგენები სტუმარმა თავად უნდა დაინახოს.
- სტატისტიკა. გაიგე, რომელი კერძი იყიდება და როდის არის დარბაზი სავსე.
სცადე შენი რესტორნისთვის
14 დღე ყველა ფუნქცია უფასოა, ბარათის მითითება არ არის საჭირო.